გადაცემა "ორშაბათობაში" სტუმრად იმყოფებოდა ქართველი კომენტატორი დიმა ობოლაძე, რომელმაც გიორგი არაბიძის საკითხი განიხილა.
როგორც იცით, ბოლო თვეების განმავლობაში არაბიძე ქუთაისის ტორპედოში შესანიშნავად გამოიყურება, რის გამოც ბევრ გულშემატკივარს მიაჩნია, რომ ის ეროვნულ ნაკრებში უნდა გამოიძახონ.
აი, რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით დიმა ობოლაძე: "გამოიძახონ ნაკრებში, ლუქსემბურგის გაგლეჯა შეუძლია."
"უხასიათოა ამბობენ. მასე ანელკაც უხასიათო იყო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ოლივერ კანს ორი გოლი გაუტანა."
"ტორპედოს ბოლო თამაშს ვუყურე. უკანაც ჩადის, დაცვასაც ეხმარება და შეტევაზეც ფიქრობს, სულ კარისკენ მიიწევს." - ამბობს დიმა ობოლაძე