იტალიურმა Corriere dello Sport-მა სტატია ხვიჩა კვარაცხელიაზე გამოაქვეყნა. აი, რას წერენ ისინი:
"ის მარადიული ხელოვანია, წარსულისაც და თანამედროვეც, რომელიც მოედანზე ბურთთან ერთად დაიარება და მაყურებელს აბედნიერებს."
"კვარავაჯო ისევ ცოცხლობს, ის ისევ არსებობს. ხვიჩა კვარაცხელია არსად არ გამქრალა, ის კვლავ ანთებულია. ბოლო პერიოდში ქართველი ცუდად გამოიყურებოდა, მაგრამ ახლა ის ესთეტებსა და მეოცნებეებს ახალისებს."
"მიუხედავად იმისა, რომ მისი ახლანდელი საშუალო სტატისტიკური მონაცემები წინა სეზონისას ოდნავ ჩამოუვარდება, ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში მაინც დამაჯერებლად გამოიყურება", - წერს იტალიური მედია