ცნობილი საფეხბურთო გამოცემა, FourFourTwo საქართველოს ნაკრებსა და სამომავლო ევრო 2024-ზე წერს.
როგორც ვკითხულობთ, ვილი სანიოლის გუნდს მოახლოებულ დიდ ფორუმზე მოსახვედრად დიდი შანსი აქვს:
"საქართველოს ნაკრებს აქვს შანსი, დიდ ტურნირზე პირველად გავიდეს. ეს გუნდი ევროპის ჩემპიონატს ვერც მიუახლოვდებოდა, შესარჩევი ეტაპის თამაშები მხოლოდ ძველი ფორმატით რომ გაგრძელებულიყო. საქართველომ შესარჩევ ჯგუფში მხოლოდ კვიპროსთან მატჩები მოიგო, შოტლანდიასთან და ნორვეგიასთან შეხვედრები კი ფრედ დაასრულა. ევრო 2024-ზე გასვლის შანსი „ჯვაროსნებს“ ერთა ლიგაზე წარმატების შემდეგ გაუჩნდათ."
"ერთა ლიგაზე გუნდმა ხუთი მატჩი მოიგო (ორჯერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან, ერთხელ – ბულგარეთთან), ერთი ფრედ დაასრულა (ბულგარეთთან) და არცერთხელ დამარცხებულა. 21 მარტს მათ ევრო 2024-ის პლეი ოფის მატჩი ელით ლუქსემბურგთან, ხოლო ფინალში გასვლის შემთხვევაში საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უკეთესს დაუპირისპირდებიან", - წერს გამოცემა