ქუთაისის ტორპედოს ოფიციალური Facebook გვერდი სტივ კინის პრესკონფერენციასთან ერთად გიორგი არაბიძის კომენტარს აქვეყნებს.
როგორც არაბიძე ამბობს, ის ნაკრებში სათამაშოდ მზადაა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მასზე არაა დამოკიდებული:
"პირადად მე გულშემატკივრებს მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც მათგან ვგრძნობ. ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს."
"ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის სურვილია და გამონაკლისი არც მე ვარ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვარ ნაკრებს დავეხმარო. დანარჩენს მე არ ვწყვეტ."
"მნიშვნელობა არ აქვს რა იწერებოდა ზამთარში - მე დღეს ტორპედოს ფეხბურთელი ვარ და ამ კლუბისთვის მაქსიმალურად დავიხარჯები", - ამბობს გიორგი არაბიძე