როგორც უოტფორდის ოფიციალური ვებგვერდი წერს, გიორგი ჩაკვეტაძემ მიკროტრავმა მოიშუშა და ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონშიპის მომდევნო მატჩისთვის განაცხადში იქნება.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მუხლი იტკინა, რის გამოც მილუოლისთან არ უთამაშია, თუმცა ახლა ვარაუდობენ, რომ ჩაკვე 6 მარტს ითამაშებს.
გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმის მიღებამდე ზედიზედ 13 მატჩი ითამაშა, ჯამურად კი გიორგის 28 შეხვედრა აქვს გამართული.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ერთა ლიგის პლეიოფში ლუქსემბურგს 21 მარტს უმასპინძლებს, სადაც გიორგი ჩაკვეტაძის როლი განუსაზღვრელი იქნება.