"ხვიჩა ნაპოლის გმირია და მაინც ყველაზე ცოტას უხდიან" - იტალიური მედია » სპორტის ხაზი

"ხვიჩა ნაპოლის გმირია და მაინც ყველაზე ცოტას უხდიან" - იტალიური მედია

"ხვიჩა ნაპოლის გმირია და მაინც ყველაზე ცოტას უხდიან" - იტალიური მედია
5-03-2024, 12:20
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ მედიაში სტატია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ქვეყნდება, რომელმაც იუვენტუსის წინააღმდეგ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და მშვენიერი გოლიც გაიტანა.

"კვარაცხელია ნეაპოლში კვლავ მთავარ გმირად დაბრუნდა, მან იუვენტუსთან ნაპოლის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა - ხვიჩამ, როგორც ჩანს, თავისი საუკეთესო დღეების ბრწყინვალება დაიბრუნა და ტურინელებთან მატჩში ნაპოლი, ფაქტობრივად, ჩიხიდან გამოიყვანა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაზეც სხვადასხვა მედიასაშუალებების შეფასებებიც მეტყველებს."

"რაც შეეხება კვარაცხელიას მომავალს – 23 წლის ქართველ თავდამსხმელს ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2027 წელს ეწურება, ის სეზონში ხელფასის სახით 1,3 მილიონ ევროს იღებს. მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სეზონის ბოლოს იგეგმება."

"მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ამჟამად სერია A-ში ყველაზე დაბალანაზღაურებად მოთამაშეებს შორისაა, ​დე ლაურენტისი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ახალი ხელშეკრულებით კვარაცხელია გაახაროს"
, - დაწერა Tuttomercatoweb-მა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი