საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურში მეცმა სტუმრად ნანტი 2:0 დაამარცხა, რაც დიდწილად გიორგი მიქაუტაძის დამსახურებაა.
ქართველმა ფეხბურთელმა ჯერ გოლი გაიტანა (პენალტით), შემდეგ საგოლე გადაცემა თანაგუნდელის მისამართით.
მიქაუტაძე მოხვდა ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს სიმბოლურ გუნდში, სადაც ქართველის თამაში 7 ქულით შეფასდა.