ჯამალ მუსიალამ მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. Mirror-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" 21 წლის ვუნდერკინდს ზაფხულში პრემიერლიგისკენ სურს სვლა, ფავორიტები კი ლივერპული და მანჩესტერ სიტი არიან.
მიუხედავად კლუბის მხრიდან სხვადასხვა გაუმჯობესებული შეთავაზების გაკეთებისა, საკმაოდ მაღალი ხელფასით, ფეხბურთელი ხელშეკრულების გაგრძელებაზე მაინც უარს აცხადებს.
სავარაუდოდ, გერმანიის ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელი მიუნხენურ კლუბს ივლისში დატოვებს.