იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის ცენტრალური მატჩი ნეაპოლში გაიმართება, რომელშიც ადგილობრივი ნაპოლი ალეგრის იუვენტუსს უმასპინძლებს.
ნაპოლიმ ბოლო შეხვედრა სასუოლოსთან დამაჯერებლად მოიგო (1:6) და დიდ მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება, იუვენტუსმა კი უკანასკნელ შეხვედრაში ფროზინონე ბოლო წუთებზე დაამარცხა (3:2).
ამ მომენტისთვის ფრანჩესკო კალცონას გუნდი იტალიის ჩემპიონატის მე-9 ადგილს 40 ქულით იკავებს, ტურინელები კი მეორეზე 57 ქულით არიან.
აი, როგორ შემადგენლობას ელიან გამოცემები ნაპოლისგან დღევანდელ თამაშში:
მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ჟესუსი, ოლივერა - ლობოტკა, ანგისა, ჟიელინსკი - კვარაცხელია, ოსიმენი, პოლიტანო.