"ჩემს მიმართ აბსურდული ცილისწამება წამოვიდა" - დვალიშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს » სპორტის ხაზი

"ჩემს მიმართ აბსურდული ცილისწამება წამოვიდა" - დვალიშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს

"ჩემს მიმართ აბსურდული ცილისწამება წამოვიდა" - დვალიშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს
28-02-2024, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს:

"გამარჯობათ მეგობრებო! როგორც იცით, ჩემს მიმართ ბოროტი ადამიანებისგან წამოვიდა ცილისმწამება და აბსურდული ბრალდებები, რაც ჩემი სახელისა და რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად. დასანანია, მაგრამ ეს ჩემმა ოჯახმა, ნათესავებმა და გულშემატკივრებმა მტკივნეულად გადაიტანეს. ჩემს მშობლებს ნერვიულობის ნიადაგზე სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ."

"აქამდე ვიკავებდი თავს და არ მინდოდა ამ პროვოკაციებზე საჯაროდ პასუხის გაცემა. ეხლა კი იძულებული ვარ, მოგმართოთ და დაგამშვიდოთ. ვინც მე მიცნობს ემიგრაციასა და საქართველოში, ყველამ კარგად იცის, რომ მე არასდროს არ ჩამიდენია ისეთი საქციელი, რაც შეარცხვენდა ჩემს გვარს, ჩემს ოჯახსა და ჩემს სამშობლოს. მე არასდროს, ჩემს სიცოცხლეში, არცერთ ბრალდებულის საქმეზე არ დავუკითხივარ პოლიციას. არ მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ და არსდროს ვყოფილვარ მოწმე სასამართლოში. ყოველთვის, რითაც შემეძლო გვერდში ვედექი გაჭირვებულ ადამიანს, როგორც ძმა და როგორც მეგობარი."

"ყველაფერი, რაც ჩემზე ითქვა, არის საშინელი ცილისწამება. არ ვაპირებ დეტალებზე საუბარს და ვფიქრობ, რომ სოციალური ქსელები არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება პასუხი გავცე ამ ბინძურ კამპანიას. გთხოვთ ყველას შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აყვეთ პროვოკაციებს. მე მართალი ვარ ჩემი ოჯახის, ჩემი კაცობის, სამშობლოსა და ღმერთის წინაშე…!
", - წერს მერაბ დვალიშვილი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი