"სერბეთის დასამარცხებლად მხოლოდ მონდომება არ კმარა" - საქართველოს დამრიგებელი » სპორტის ხაზი

"სერბეთის დასამარცხებლად მხოლოდ მონდომება არ კმარა" - საქართველოს დამრიგებელი

"სერბეთის დასამარცხებლად მხოლოდ მონდომება არ კმარა" - საქართველოს დამრიგებელი
28-02-2024, 13:20
Aa Aa
გაზიარება:

ევრობასკეტის შესარჩევზე ალექსანდრ ჯიკიჩმა სერბეთის ეროვნულ გუნდთან 13 ქულის სხვაობით წაგებული შეხვედრა ასე შეაფასა:

"მადლობა, ბუ! მადლობა, რომ იყავი ჩვენთან ამ შეხვედრებში. მადლობა, რომ სცადე, სანაკრებო კარიერა კარგი განწყობით დაგესრულებინა. სამწუხაროდ, დავმარცხდით."

"ამ მატჩში კარგი მომენტებიც გვქონდა. ბიჭები ძალიან იყვნენ მონდომებულები, თუმცა ზოგიერთი კალათბურთელის კონცენტრაცია ძალიან არ მომეწონა. მონდომება არ არის საკმარისი ისეთი კარგი გუნდის დასამარცხებლად, როგორიც სერბეთია. პირადად მე არ დავნებდები. ამას საკუთარი თავის გასამართლებლად არ ვამბობ, ეს ჩემი სტილი არ არი. სახელებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ზოგიერთმა კალათბურთელმა ვერ შეძლო იმის ჩვენება, რაც ჩვენ გვჭირდება, არა იმის, რაც მე მსურს, არამედ, იმის, რაც ეროვნულ გუნდს ესაჭიროება."

"ზოგიერთი ახალწვეულის თამაშით კმაყოფილი ვარ. საერთო ჯამში არ ვარ ვინმეს თამაშით უკმაყოფილო, თუმცა მეტოქე გვყავდა, არა მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ ფინალისტი. ეს 14 კალათბურთელი ივნისის გაფართოებულ სიაშიც იქნება. რა თქმა უნდა, შედეგით უკმაყოფილო ვარ, თუმცა კმაყოფილი ვარ უკეთესი თამაშით, ვიდრე წინა შეხვედრაში გვქონდა. მალე გუნდი უკეთ ითამაშებს, მე ამაში დარწმუნებული ვარ."

"ჯო ტომასონი და თოკო ადრე შემოგვიერთდნენ, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენ გვექნება მეტი დრო ერთად მომზადებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს შედეგს გამოიღებს."

"შერმადინი მომავალში უკეთ ითამაშებს, როცა ახალ სისტემას, ახალ გამთამაშებლებს შეეგუება. წინა მატჩში, დანიასთან ბოლო მეოთხედში ისე ცუდად ვითამაშეთ, რომ 1991 წლიდან მწვრთნელი ვარ და ასეთი საკუთარ კარიერაში არ მახსენდება. ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ ბოლო პერიოდში 2 ქულიანი არ გვისვრია. ახლა კი გაცილებით უკეთეს გუნდთან, ბევრად კარგად ვითამაშეთ"
, - თქვა სერბმა სპეციალისტმა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩში ორი წაგება აქვს და ევრობასკეტის გამოტოვების სერიოზული საფრთხის წინაშე დგას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი