საოცარ მასშტაბებზეა გასული | ილია თოფურია ესპანეთის პრემიერს შეხვდა » სპორტის ხაზი

საოცარ მასშტაბებზეა გასული | ილია თოფურია ესპანეთის პრემიერს შეხვდა

საოცარ მასშტაბებზეა გასული | ილია თოფურია ესპანეთის პრემიერს შეხვდა
28-02-2024, 12:20
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ილია თოფურიას კომენტარი გავრცელდა, რომელიც ამბობდა, რომ საჩემპიონო მილოცვა ესპანეთის მთავრობისგან არ მიუღია, დღეს კი დაიწერა, რომ ქართველ მებრძოლს ესპანეთის პრემიერი შეხვდა.

პედრო სანჩესმა ილია თოფურიას მონკლოას სასახლეში უმასპინძლა, რომელთანაც ქართველი სპორტსმენი თავისივე ქამრით წარსდგა:

"ესპანეთის პრემიერმა ქართველი მას შემდეგ დააფასა, რაც ილიამ ქამარი მოიპოვა და მილოცვის არარსებობის გამო თოფურიას გულისწყრომა ჰქონდა. სანჩესს ეს ნაბიჯი კრიტიკამ გადაადგმევინა", - წერენ ესპანეთში თოფურიასა და ესპანეთის პრემიერის შეხვედრის შესახებ.

სხვათა შორის, პედრო სანჩესმა თქვა, რომ ილია თოფურიას ესპანეთისადმი სიყვარული დაუფასდება და ქართველი ამავე ქვეყნის პასპორტს სულ მალე ოფიციალურად აიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი