"გულშემატკივარს მადლობას ვეტყვი, მჯერა ბიჭების!" - ცინცაძის 20 წლიანი სანაკრებო კარიერა » სპორტის ხაზი

"გულშემატკივარს მადლობას ვეტყვი, მჯერა ბიჭების!" - ცინცაძის 20 წლიანი სანაკრებო კარიერა

"გულშემატკივარს მადლობას ვეტყვი, მჯერა ბიჭების!" - ცინცაძის 20 წლიანი სანაკრებო კარიერა
27-02-2024, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებმა ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს, სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 63:76 დამარცხდა.

სერბეთთან შეხვედით სანაკრებო კარიერა დაასრულა გიორგი ცინცაძემ.

"ბუმ" მატჩის შემდეგ კომენტარიც გააკეთა:

"სამწუხაროდ წავაგეთ, მჯერა შემდეგ თამაშებში ბიჭები ყველაფერს შეძლებენ და ევრობასკეტზე გავალთ. რაც შეეხება კარიერის დასრულებას, გულშემატკივარს ვეტყვი დიდ მადლობას ასეთი მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა ყველა კალათბურთელს ვისთანაც ერთად მითამაშია, ასევე ფედერაციას, სამედიცინო შტაბს, მწვრთნელებსა და ყველას, მათ გარეშე საქართველოს ნაკრების წარმატება არ იქნებოდა. გიყვარდეთ კალათბურთი, ამიერიდან მეც თქვენთან ერთად ვუგულშემატკივრებ კალათბურთს. დღევანდელი დღის ემოციები მთელი ცხოვრება გამყვება, არ ვიცი თავი როგორ შევიკავე, ცრემლები არ წამომივიდა, იმიტომ რომ ღარაცებზე მანამდე უკვე ვიტირე. დიდი მადლობა ფედერაციას ქომაგებს და ყველას რაც ამ დღეებში მომიწყვეს, ეს მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება."- განაცხადა ცინცაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი