"20 წელი, 217 მატჩი..." - გიორგი ცინცაძემ სანაკრებო კარიერა სერბეთთან მატჩით დაასრულა » სპორტის ხაზი

"20 წელი, 217 მატჩი..." - გიორგი ცინცაძემ სანაკრებო კარიერა სერბეთთან მატჩით დაასრულა

"20 წელი, 217 მატჩი..." - გიორგი ცინცაძემ სანაკრებო კარიერა სერბეთთან მატჩით დაასრულა
27-02-2024, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

სერბეთთან ევრობასკეტის შესარჩევ მატჩში 37 წლის გიორგი ცინცაძემ ეროვნულ ნაკრებში უკანასკნელად თამაში ჩაატარა - "ბუ" ნაკრებიდან დღეს გააცილეს.

ნაკრების კალათბურთელები სერბეთთან სპეციალური, ცინცაძისადმი მიძღვნილი მაისურებით გამოვიდნენ, შესვენებაზე კი მას 217 ნომრიანი სიმბოლური მაისური უსახსოვრა.

217 თამაში საქართველოს ნაკრებებისთვის ყველა სპორტში, სარეკორდო მაჩვენებელია და ამ მხრივ, ცინცაძესთან ახლოსაც არავინ დგას.

გიორგიმ ეროვნული გუნდის მაისურით ოფიციალურ მატჩში პირველად 20 წლის წინ, ფინეთთან ითამაშა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი