საქართველოს ნაკრებისა და ბაზელის ახალგაზრდა ნახევარმცველი, გაბრიელ სიგუა შვეიცარიული კლუბის მწვრთნელმა შეაქო.
"ჩვენ ის მოთამაშეები ვათამაშეთ, რომლებზეც მომავალში დაყრდნობა შეგვეძლება. ამ შეხვედრაში სიგუა ძალიან მომეწონა, ის ბრწყინვალე დამოკიდებულებას აჩენს." - ამბობს ბაზელის მწვრთნელი
შვეიცარიის ლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში 18 წლის სიგუამ ივერდონს გაუტანა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა.
ახალგაზრდა ტალანტს ბაზელის შემადგენლობაში ამ სეზონში 11-ჯერ აქვს ნათამაშები, რა დროშიც მან 3 გოლი გაიტანა.