რუსეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის არსენალის ყოფილმა მოთამაშემ, ანდრეი არშავინმა ხვიჩა კვარაცხელიას და ნაპოლის სეზონი შეაფასა.
"ხმები დაირხა, რომ ნაპოლის ცუდი მეორე სეზონის სინდრომი აქვს. საერთოდ, რა ხდება ამ გუნდში? ვფიქრობ, ისინი მოუმზადებლები არიან."
"ხვიჩა ამ სეზონში არასტაბილურია, თუმცა ცუდი პერიოდი ყველას აქვს და ეს ბუნებრივია. ფაქტი ისაა, რომ ახლა ნაპოლიც და კვარაცხელიაც ფსიქოლოგიურად მოსამწიფებლები არიან", - ამბობს არშავინი
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია და მისი ნაპოლი თავიანთ მომდევნო შეხვედრას 28 თებერვალს გამართავენ, მეტოქე კი სასუოლო იქნება.