იტალიის ჩემპიონატში ნათამაშები ფრის შემდეგ, ნაპოლის დამრიგებელმა პრესკონფერენცია გამართა და კვარაზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ის ბიჭებს საკმაოდ ბევრ და ჩახლართულ დავალებას აძლევს, რაც ზოგიერთს, მაგალითად კვარაცხელიას კონცენტრაციაში უშლის ხელს:
"შესაძლოა, რომ ეს ჩემი ბრალი იყოს, რადგან ხვიჩა ბოლომდე ჩემს მითითებებს უკვირდება, რის გამოც ფოკუსირების პრობლემა აქვს და საკუთარ თავს ბოლომდე კარგად ვერ ავლენს."
"ის ფანტასტიკური ბიჭია, თუმცა ძალიან ცოტას ლაპარაკობს. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ისევ შეძლებს ჩვენს დახმარებას", - ამბობს კალცონა