უკვე ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ქართველი სპეციალისტი, კახაბერ ცხადაძე აზერბაიჯანში იმუშავებს.
როგორც დაიწერა, ცხადაძე გაბალას მთავარი მწვრთნელი გახდა, რომელთანაც მან 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გარდა ცხადაძის დანიშვნისა (რომელმაც ელმარ ბახშიევი ჩაანაცვლა), მისი ასისტენტი და დამხმარე ასევე ქართველი, კერძოდ გიორგი ჩიხრაძე იქნება.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბოლო პერიოდში გაბალას სერიოზული კრიზისი აქვთ და ისინი შიდა ჩემპიონატის მე-10 ადგილს 15 ქულით იკავებენ.