სერია A-ში ჩატარებული კალიარისა და ნაპოლის შეხვედრაში კვარამ ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო და ლოგიკურია, რომ მისი თამაში ქომაგებშიც ცუდი რეიტინგით შეფასდა.
კვარაცხელიას თამაშით უკმაყოფილო დარჩა სქაის ჟურნალისტიც, კერძოდ ფაბიო კარეზა, რომელმაც ქართველი გააკრიტიკა:
"ვინმემ მითხრათ, რატომ აღარ ცდილობს ეს ბიჭი მოწინააღმდეგის ჩამოშორებას? რა სჭირს კვარაცხელიას?", - ამბობს კარეზა
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კალიარისთან 6.7 სარეიტინგო ქულა დაუწერეს.