სლოვაკეთის ეროვნული ნაკრებისა და ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი, მარეკ ჰამშიკი ხვიჩა კვარაცხელიას დიდი გულშემატკივარია.
როგორც ის ამბობს, ქართველი მოთამაშე დიდი ფიგურაა და თუ ის გუნდში გყავს, მაშინ ოცნების დაწყებაც შეგიძლია:
"ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც საშუალებას გაძლევენ, რომ ოცნება დაიწყო. ნაპოლის ქომაგების ასეთი არაორდინალური და გამორჩეული მოთამაშეების ხილვა სურთ", - ამბობს ჰამშიკი
სხვათა შორის, არსებობს შანსი, რომ ჰამშიკი ფრანჩესკო კალცონას ნაპოლის გაწვრთნაში დაეხმაროს, რის შესახებაც ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
ავტორი: Davit Shakirovi