საფნაგეთის ლიგა 2-ის რიგით 26-ე ტურის შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილის ბორდომ გენგამს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მინდორზე პირველივე წუთებიდან იმყოფებოდა და ჯამურად მან 86 წუთი ითამაშა.
ბორდოს 30-ე ნომერს უცხოურმა გამოცემებმა 7.0 სარეიტინგო ქულა დაუწერს. ფრანგული კლუბი ამ მოგებით მე-13 ადგილს 35 ქულით იკავებს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქართველი ლეგიონერის გუნდი თავის მომდევნო შეხვედრას 2 მარტს გამართავს, მეტოქე კი როდეზი იქნება.
ავტორი: Davit Shakirovi