"ილიას შეუძლია, რომ ქამარი დიდი ხნით შეინარჩუნოს" - ალჯამეინ სტერლინგი » სპორტის ხაზი

"ილიას შეუძლია, რომ ქამარი დიდი ხნით შეინარჩუნოს" - ალჯამეინ სტერლინგი

"ილიას შეუძლია, რომ ქამარი დიდი ხნით შეინარჩუნოს" - ალჯამეინ სტერლინგი
25-02-2024, 12:20
Aa Aa
გაზიარება:

ილია თოფურიას შესახებ მერაბ დვალიშვილის ახლო მეგობარმა და სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა ისაუბრა.

როგორც იამაიკელი მებრძოლი ამბობს, თოფურიას ქამრისა და ჩემპიონის სტატუსის შენარჩუნება დიდი ხნით შეუძლია და ყველაფერი მის სურვილზეა დამოკიდებული:

"თუ ილია მოინდომებს, ქამარი მის კუთვნილებაში საკმაო ხნით იქნება. მის წინააღმდეგ ბრძოლა საკმაოდ რთული იქნებოდა. თოფურიას აქვს საბრძოლო სტილი, რასთანაც გამკლავება იოლი ნამდვილად არაა", - ამბობს ალჯამეინ სტერლინგი

ცნობისთვის, 34 წლის სპორტსმენმა კარიერაში ახალი ნაბიჯი გადადგა და თოფურიას ქვემსუბუქ კატეგორიაში გადავიდა. შესაბამისად, არსებობს შანსი, რომ სტერლინგმა და თოფურიამ ადრე თუ გვიან ერთმანეთში იჩხუბონ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი