"ხუთი თვის დავალიანება დაგროვდა" - ჩიჩკანი ბათუმს ფიფაში უჩივის » სპორტის ხაზი

"ხუთი თვის დავალიანება დაგროვდა" - ჩიჩკანი ბათუმს ფიფაში უჩივის

"ხუთი თვის დავალიანება დაგროვდა" - ჩიჩკანი ბათუმს ფიფაში უჩივის
25-02-2024, 02:47
Aa Aa
გაზიარება:

ბათუმის "დინამოს“ ყოფილი მეკარე ანტონ ჩიჩკანი კლუბს უჩივის – ამის შესახებ მან ბელარუსულ გამოცემასთან ისაუბრა და გუნდიდან წასვლის მიზეზი დაასახელა.

28 წლის მეკარემ დინამო ბათუმთან" ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

"დინამოს“ წინააღმდეგ ფიფა-ში სარჩელი შევიტანეთ და სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ქვეყნის ჩემპიონ გუნდს უცხოელი ფეხბურთელებისთვის ფინანსების გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, საკმაოდ დიდი დავალიანება დაგროვდა.

ბათუმში გატარებული დროის თითქმის ნახევარი ისე მიილია, ხელფასი სრულად, ფაქტობრივად, არ მიმიღია, ბოლო თვეებში კი გადახდა საერთოდაც შეწყვიტეს. ქართველ ფეხბურთელებს დროულად უხდიდნენ, თუმცა ლეგიონერებზე ამას ვერ ვიტყვი – ბევრ უცხოელს ექვსი და მეტი თვეცაა, რაც ხელფასი არ აუღია.

გაკვირვებული ვარ ფეხბურთელებისადმი განსხვავებული მიდგომით. თუ ერთი გუნდი ვართ, პრობლემა ყველას უნდა შეეხოს და არა მოთამაშეთა ცალკეულ ჯგუფს. ჩემი აზრით, არასწორია, როცა ქართველები ხელფასს დროულად იღებენ, უცხოელები კი – ვერა.

ხუთი თვის დავალიანება დაგროვდა და ფიფა-ს მივმართეთ. ეს არ არის სწრაფი პროცესი, სარჩელის შესწავლას გარკვეული დრო სჭირდება, ასე რომ, ველოდებით" - თქვა ჩიჩკანმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი