საქართველოს ნაკრები დანიასთან დამარცხდა » სპორტის ხაზი

საქართველოს ნაკრები დანიასთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრები დანიასთან დამარცხდა
24-02-2024, 01:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის საკვალიფიკაციო ციკლი დანიაში წაგებით გახსნა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგში 58-ე ადგილზე მყოფ მეტოქესთან რომ წააგო, ჩვენი გუნდიდან გამოირ კაპიტანი თორნიკე შენგელია 27 ქულით, ახალმა ნატურალიზებულმა კალათბურთელმა ჯო ტომასონმა 16 ქულა ჩააგდო. ასევე დებიუტანტმა გიორგი ოჩხიკიძემ ნაკრებს 11 ქულა მოუტანა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპულ დონეზე არაფრით გამორჩეულ გუნდთან ბურთი 21-ჯერ დაკარგა და მეტოქეს შეტევაში მოხსნებში 3:15 ჩამორჩა. მეტწილად ამ 2 ფაქტორის გამო, დანიელებმა იფე ლუნდბერგის მეთაურობით 13-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმეს - 75:69.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 2025-ის A საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველსა და დანიის გარდა, სერბეთი და ფინეთიც მოხვდნენ, რომლებიც ერთმანეთს ამ წუთებში ბელგრადში ხვდებიან და ამ თამაშის შედეგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

26 თებერვალს საქართველოს ნაკრები თბილისში სწორედ სერბეთს უმასპინძლებს და ამ თამაშში გიორგი ცინცაძის გაცილება შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი