ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტური სათავეს დღეს, ჩვენი დროით 00:00 საათზე აიღებს, სადაც ერთმანეთს სოსიედადი და ვილიარეალი შეხვდებიან.
როგორც გაირკვა, გიორგი მამარდაშვილის ვალენსია 26-ე ტურის შეხვედრას არ ითამაშებს, ამის მიზეზი კი ტრაგედია გახლავთ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვალენსიაში არსებული ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი დაიწვა და სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, ვალენსიამ კი მატჩი ოფიციალურად გადადო.
ცნობისთვის, ლა ლიგის 26-ე ტურის შეხვედრა ქართველი მეკარის გუნდს გრანადასთან უწევდა.