დიდად თავს ვერ იწონებს - კვარაცხელიას ლიგის პლეიოფში ცუდი სტატისტიკა აქვს » სპორტის ხაზი

დიდად თავს ვერ იწონებს - კვარაცხელიას ლიგის პლეიოფში ცუდი სტატისტიკა აქვს

დიდად თავს ვერ იწონებს - კვარაცხელიას ლიგის პლეიოფში ცუდი სტატისტიკა აქვს
23-02-2024, 16:20
Aa Aa
გაზიარება:

გუშინწინ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ სტადიაზე ბარსელონას უმასპინძლა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელი მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა ლიგის პლეიოფში უკვე მეხუთედ ითამაშა, თუმცა გოლი ჯერაც არ გაუტანია.

კვარას ამ დრომდე 5 თამაშში (ორი აინტრახტთან, ორი მილანთან და ერთი ბარსელონასთან) მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა და 1 გაფუჭებული პენალტი აქვს მითვლილი.

საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ლიდერი გოლის გატანასთან ყველაზე ახლოს მილანთან შეხვედრისას იყო, როდესაც ხვიჩამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და მისი გუნდი წინა წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას 1/4 ფინალში გამოეთიშა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი