გუშინ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ ბარსელონას უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
როგორც იცით, ფრანჩესკო კალცონამ საქართველოს ნაკრების ლიდერი მოედნიდან ნაადრევად გაიყვანა, რამაც ხვიჩა საკმაოდ გააღიზიანა.
აღსანიშნავია, რომ კვარას Sofascore-მ 6.6 სარეიტინგო ქულა დაუწერა, რაც ნაპოლიში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება გახლდათ.
პარტენოპეიში კვარაზე დაბალი ქულა მხოლოდ ორ ფეხბურთელს დაუწერეს, ჯოვანი დი ლორენცოს (6.4) და იენს კაიუსტეს (6.3).