მილანის ინტერის ლეგენდარული მარცხენა მცველი, ანდრეას ბრემე 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად გულის გაჩერება სახელდება. გერმანელი ყოფილი განაპირა მცველი "ნერაძურის" გარდა, სხვადასხვა დროს თამაშობდა მიუნხენის ბაიერნში, კაიზერსლაუტერნში, სარაგოსაში, ზაარბრიუკენსა და ბარმბეკში.
კარიერის საუკეთესო წლებ გაატარა სწორედ ინტერში, ჩაატარა 116 მატჩი ჩაატარა და 11 ბურთი გაიტანა. მოიგო სკუდეტო, კოპა იტალია და უეფას თასი. ამის გარდა, 1990 წელს ის ოქროს ბურთის გამოკითხვაში მე-3 პოზიციაზე გავიდა.
რაც შეეხება სანაკრებო მიღწევებს, 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 1986 წლის მუნდიალისა და 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი. გერმანელმა განაპირა მცველმა ეროვნული ნაკრების მაისური 86 მატჩში მოირგო და მის ანგარიშზე 8 გატანილი ბურთია.