"გამოვარჩევდი მათ შემტევ დუეტს" - ხავის წინასამატჩო კომენტარი "ნაპოლიმდე" » სპორტის ხაზი

"გამოვარჩევდი მათ შემტევ დუეტს" - ხავის წინასამატჩო კომენტარი "ნაპოლიმდე"

"გამოვარჩევდი მათ შემტევ დუეტს" - ხავის წინასამატჩო კომენტარი "ნაპოლიმდე"
21-02-2024, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

"ბარსელონას" მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა "ნაპოლისთან" შეხვედრაზე ისაუბრა:

"დიდი იმედით და ენთუზიაზმით ველოდებით „ნაპოლისთან“ შეხვედრას, რომელმაც მწვრთნელი თამაშის წინ შეცვალა. სერია A-ს მოქმედ ჩემპიონთან დაპირისპირება ადვილი არასოდეს ყოფილა.

გამოვარჩევდი ნეაპოლელთა შეტევის დუეტს, ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიას. ისინი უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან. კვარაცხელია თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, ამიტომ მას ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩვენთვის ამ შეხვედრაში საკუთარი კარის დაცვა მნიშვნელოვანი იქნება.

მოტივირებული ვარ. მატჩისთვის ისე უნდა მოვემზადოთ, რომ მოთამაშეებმა თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ. ჩვენზე ზეწოლა იქნება და ეს არ მიკვირს. ყოველთვის ასეა, როდესაც „ბარსელონას“ ეთამაშებიან, ჩვენთან ყველა განსაკუთრებულად მონდომებულია.

მოცემული სიტუაცია გუნდის "სისხლს" არ ცვლის, ხვალ მოედანზე მოსაგებად გავალთ, ფრე არ არის საუკეთესო შედეგი. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საპასუხო მატჩს სახლში ვითამაშებთ" - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩს მარადონას სტადიონი უმასპინძლებს, შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი