"ბარსელონას" მოთამაშე ფრენკი დე იონგი "ნაპოლისთან" გასამართ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაზე საუბრობს:
"ჩვენ ყველა მატჩისთვის ერთნაირად ვემზადებით. მწვრთნელები ყველაფერს გააანალიზებენ მეტოქის შესახებ. ხვიჩა კვარაცხელია ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა, მას ყველაფერი შეუძლია – დრიბლინგი, გოლების გატანა, საგოლე გადაცემის შესრულება. ის არის ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც ხვალ ფრთხილად უნდა ვითამაშოთ.
"ნაპოლი" სერია A-ში კარგად ვერ თამაშობს. შესაძლოა, ევროსაგზურიც ვერ მოიპოვოს, მაგრამ მათ ჯერ კიდევ ჰყავთ ძალიან ძლიერი გუნდი. არ დაგავიწყდეთ, რომ ისინი იტალიის ჩემპიონები არიან, პრობლემების მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდნენ" – თქვა ნიდერლანდელმა.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ შორის ოთხშაბათს, 21 თებერვალს „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.