"ფეხბურთელებს ერთმანეთის უკეთ ესმით, ეს პროცესია" - "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის კომენტარი » სპორტის ხაზი

"ფეხბურთელებს ერთმანეთის უკეთ ესმით, ეს პროცესია" - "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის კომენტარი

"ფეხბურთელებს ერთმანეთის უკეთ ესმით, ეს პროცესია" - "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის კომენტარი
20-02-2024, 23:57
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური შეკრების ბოლო შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედომ" ვილიარეალის B გუნდს 4:1 სძლია.

შეკრებაზე თავისი აზრი იმერელთა მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა გამოთქვა:

"ის, რაც დღეს პირველ ტაიმში ვიხილე, შთამბეჭდავი იყო: პრესინგი, ბურთის კონტროლი... ვფიქრობ, გულშემატკივრებმაც დაინახეს, რომ ფეხბურთელებს ერთმანეთის უკეთ ესმით. ეს ასეც უნდა იყოს: გუნდში მოსულ ახალ ფეხბურთელებს ადაპტაციისთვის დრო ყოველთვის სჭირდებათ.
ის, რისი მიღებაც გვსურდა ამ შეკრებიდან, მივიღეთ. ერთმანეთი უკეთ გავიცანით, გუნდი მატჩიდან მატჩამდე უფრო გაიზარდა... მაგრამ ეს ჯერ არ არის ჩვენი 100%. არც ისე დიდი ხანია, რაც ერთად ვიმყოფებით და მცირე დრო კიდევ გვჭირდება. პროცესია, უფრო მოვუმატებთ.
გიორგი არაბიძეს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და ახლა კიდევ მოუმატა. არ უნდა გაჩერდეს, ბევრად მეტი შეუძლია. მისი შესაძლებლობები უსაზღვროა.
მსურს, თითოეული ის მოთამაშე გამოვარჩიო, რომელმაც ჩვენთან ერთად ეს შეკრება გაიარა და თავდაუზოგავად იშრომა. გუნდში მეგობრული ატმოსფეროა და დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის"
- განაცხადა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი