როგორც ჩანს, აურელიო დე ლაურენტისს ვალტერ მაცარის საშინელი შედეგები ყელში ამოუვიდა და ახალი მწვრთნელის დანიშვნას აპირებს.
თითქმის 100%-ით გადაწყვეტილია, რომ მაცარის ფრანჩესკო კალცონა ჩაანაცვლებს, რომელიც წლების წინ ნაპოლიში ლუჩანო სპალეტის ასისტენტად მუშაობდა.
სლოვაკი სპეციალისტი ამ ეტაპზე თავისივე ქვეყნის ეროვნული ნაკრების დამრიგებელია, თუმცა კალცონამ სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციისგან ნაპოლიში მუშაობაზე მწვანე შუქი მიიღო.
ამდენად, ნაპოლის ახალი დამრიგებელი ერთბაშად ნეაპოლიტანური კლუბისა და სლოვაკეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელი იქნება.