შენგელია და ტომასონი ნაკრებს შეუერთდნენ | დანიისთვის მზადება გრძელდება » სპორტის ხაზი

შენგელია და ტომასონი ნაკრებს შეუერთდნენ | დანიისთვის მზადება გრძელდება

შენგელია და ტომასონი ნაკრებს შეუერთდნენ | დანიისთვის მზადება გრძელდება
19-02-2024, 12:20
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ალექსანდრ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით დანიასთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.

როგორც ქართულ მედიაში დაიწერა, ეროვნულ გუნდს თორნიკე შენგელია და ჯო ტომასონიც შეუერთდნენ, რომლებსაც ჩანიშნულ მატჩამდე მოსამზადებლად 4 დღე ექნებათ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები დანიასთან 23 თებერვალს ითამაშებს, მატჩი კი ევრობასკეტის შესარჩევის ეგიდით გაიმართება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ დანიასთან დაპირისპირების შემდეგ ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი სერბეთს შეხვდება (26 თებერვალი).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი