"ჩემპიონატის სტარტს 100%-ით მზად უნდა შევხვდეთ" - ტორპედოს მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"ჩემპიონატის სტარტს 100%-ით მზად უნდა შევხვდეთ" - ტორპედოს მწვრთნელი

"ჩემპიონატის სტარტს 100%-ით მზად უნდა შევხვდეთ" - ტორპედოს მწვრთნელი
16-02-2024, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

ქუთაისის ტორპედომ ამხანაგურ შეხვედრაში ჰერკულესი დაამარცხა, რის შემდეგაც იმერული კლუბის დამრიგებელმა, სტივ კინმა პრესკონფერენცია გამართა და საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა:

"დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ამ სტადიონზე ვიყავი. წლების წინ აქ სოსიედადთან ერთად ჩამოვედი, დღეს – ტორპედოსთან. აქ დაბრუნება და კარგი თამაში სასიამოვნოა."

"სტაბეკთან პირველი ამხანაგური მატჩი განსხვავებული იყო. ფიზიკურად მეტოქე ჩვენზე უკეთ იყო მომზადებული. ჩვენი შეკრების მთავარი მიზანიც ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაა სეზონის დაწყებამდე. დღეს ბევრად დატვირთული ვარჯიშები გვაქვს, ვიდრე მანამდე."

"ჰერკულესთან შეხვედრა განსხვავებული იყო. ზოგადად, თითოეული მატჩი ჩვენთვის გაკვეთილია. დღეს, როდესაც გოლი გავიტანეთ, აქცენტი ბურთის კონტროლზე გავაკეთეთ."

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, ყველა ფეხბურთელი კარგად მოემზადოს. ამხანაგურ შეხვედრებში დროს ყველა მიიღებს. იმ ოთხ მატჩზე ვფიქრობთ, რომელიც სანაკრებო შესვენებამდე გვექნება. ჩემპიონატის დაწყებისთვის 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ"
, - ამბობს სტივ კინი

ცნობისთვის, ეროვნული ლიგის ახალი სეზონი პირველი მარტიდან განახლდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი