ოსიმენის ფრენა გადადეს - ნაპოლი ბარსელონასთან მხოლოდ კვარას იმედზე იქნება? » სპორტის ხაზი

ოსიმენის ფრენა გადადეს - ნაპოლი ბარსელონასთან მხოლოდ კვარას იმედზე იქნება?

ოსიმენის ფრენა გადადეს - ნაპოლი ბარსელონასთან მხოლოდ კვარას იმედზე იქნება?
16-02-2024, 13:20
Aa Aa
გაზიარება:

მიუხედავად იმისა, რომ აფრიკის თასი 11 თებერვალს დამთავრდა, ვიქტორ ოსიმენი ნეაპოლში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა.

ნიგერიის ნაკრების ფორვარდი ლაგოსიდან თურქეთში უპრობლემოდ ჩაფრინდა, თუმცა სტამბოლიდან ნეაპოლისკენ რეისი გადაიდო და ოსიმენსაც რამდენიმე საათით დაცდა მოუხდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დიდია შანსი იმისა, რომ ოსიმენმა სერია A-ს მოახლოებული მატჩი გამოტოვოს, რომელიც ნაპოლის ჯენოასთან ხვალ ელის.

ამდენად, ნიგერიელი თავდამსხმელი ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისთვის უნდა დაუბრუნდეს, რომელიც ვალტერ მაცარის გუნდს ჩავი ერნანდესის ბარსელონასთან 22 თებერვალს ელის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.