თოკოს 20 ქულა და 10 მოხსნა - კაპიტანმა გაიბრწყინა, თუმცა ვირტუსმა მაინც წააგო » სპორტის ხაზი

თოკოს 20 ქულა და 10 მოხსნა - კაპიტანმა გაიბრწყინა, თუმცა ვირტუსმა მაინც წააგო

თოკოს 20 ქულა და 10 მოხსნა - კაპიტანმა გაიბრწყინა, თუმცა ვირტუსმა მაინც წააგო
16-02-2024, 12:40
Aa Aa
გაზიარება:

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია იტალიის თასის 1/4-ფინალში რეჯანას დაუპირისპირდა და შეხვედრა 9 ქულის სხვაობით, 81-72 დათმო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თამაშს ძირითადი ხუთეულიდან იწყებდა, პარკეტზე კი ჯამურად 33 წუთი გაატარა, რა დროშიც თოკომ 20 ქულა, 10 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, თუმცა ვირტუსს ქართველის გაბრწყინება არ ეყო და მაინც წააგო.

რაც შეეხება რეჯანას რიგებში საუკეთესო მოთამაშეს, ის ამერიკელი ლენგსტონ გოლოვეი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი ჩაიწერა.

ცნობისთვის, ამ შეხვედრის შემდეგ თორნიკე გეზს საქართველოს ნაკრებისკენ აიღებს და დანიასთან გასამართი მატჩისთვის მოემზადება, რომელიც ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდს ზუსტად ერთ კვირაში, 23 თებერვალს ელის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი