"რუსი, არგენტინელი, პორტუგალიელი..." - "თელავმა" 11 ახალი ფეხბურთელი დაიმატა » სპორტის ხაზი

"რუსი, არგენტინელი, პორტუგალიელი..." - "თელავმა" 11 ახალი ფეხბურთელი დაიმატა

"რუსი, არგენტინელი, პორტუგალიელი..." - "თელავმა" 11 ახალი ფეხბურთელი დაიმატა
15-02-2024, 13:35
Aa Aa
გაზიარება:

ეროვნული ლიგის გასული სეზონის დასრულების შემდეგ ს.კ. თელავი დატოვა ბერძენმა მწვრთნელმა გეორგიოს კოსტისმა, ასევე მისმა თანაშემწემ და ფიზმომზადების სპეციალისტმა მილოშ დიუროვიჩმა. კახური გუნდი სამწვრთნელო შტაბთან ერთად კიდევ 13 ფეხბურთელს დაემშვიდობა.

კახურმა გუნდმა ახალი სეზონის წინ მნიშვნელოვანი შევსებაც მიიღო. კახელებმა 13 იანვარს ჯერ ახალი მთავარი მწვრთნელი, ოლეგ ვასილენკო წარადგინეს, დღეს კი 11 ახალი ფეხბურთელის ტრანსფერი გააოფიციალურეს.

ალეკო ანანიძე, თორნიკე ახვლედიანი, მუხრან ბაგრატიონი, დავით გოგოტიშვილი, გიორგი ხაბულიანი, ლადო ოდიშვილი, სტეფან ბუკორაცი, რუბენ ოლივეირა, მაქსიმ მიაროვიჩი და ჯინო პერუცი მომავალ სეზონში "თელავის" ღირსებას დაიცავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი