ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს - ახლოს გაიცანით ჯო ტომასონი! » სპორტის ხაზი

ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს - ახლოს გაიცანით ჯო ტომასონი!

ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს - ახლოს გაიცანით ჯო ტომასონი!
13-02-2024, 13:40
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი ამერიკელი წევრი ჰყავს. ჩვენს ეროვნულ გუნდში ნატურალიზებული მოთამაშის ადგილი ამერიკელმა ჯოზეფ (ჯო) ტომასონმა დაიკავა. მან ჩაანაცვლა თად მაკფადენი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2018 წლიდან თამაშობდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლასა და მუნდიალზე საუკეთესო 16 გუნდში მოხვედრაში დაეხმარა.

ჯო ტომასონი 30 წლისაა და 10 დღის წინ ესპანური “გრანადადან” ევროლიგის კლუბში – თელ ავივის “მაკაბიში” გადავიდა. ტომასონი გახლავთ უკანახაზელი, რომელსაც როგორც გამთამაშებლად, ისე ეგრეთწოდებულ მსროლელის (2 ნომერი) პოზიციაზე შეუძლია თამაში. მიმდინარე სეზონში, გრანადას მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 20 მატჩში საშუალოდ 14.1 ქულას, 3.4 მოხსნას და 3.4 პასს აგროვებდა.

ტომასონმა ამერიკის სტუდენტური ლიგის ჰორაიზონის კონფერენციის Wright State-ის უნივერსიტეტში თამაში 2016 წელს დაასრულა და ამავე წლის ნბა-ს დრაფტზე უგუნდოდ დარჩა. მისი პირველი პროფესიული გუნდი რუმინეთის “დინამო ბუქარესტი” იყო, საიდანაც დაიწყო მისი აღმასვლა ევროპის წამყვანი, ესპანური ლიგისკენ. მან 3 სეზონი ითამაშა პოლონური ლიგის კლუბებში (გდანსკი, ლუბინი, ზელენა გორა) და 2020 წელს გადავიდა ებრაულ “გილბოა ჰაპოელში”. მომდევნო სეზონში მან ესპანური “მანრესას” მაისური მოირგო, რამდენიმე დღის წინ კი ევროლიგაში მოთამაშე თელ-ავივის “მაკაბის” შეუერთდა.

2022 წელს ტომასონი დაასახელეს ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის ჩემპიონატის მეორე სიმბოლურ ხუთეულში. სტუდენტობისას, 2016 წელს ის ჰორაიზონის კონფერენციის დაცვით ხუთეულში შეიყვანეს.

ტომასონის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 23 თებერვალს, ქალაქ ნესტვედში შედგება, სადაც საქართველოს ნაკრები ევრობასკეტ 2025 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ მატჩს დანიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

GBF.GE


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი