ტრანსფერი | თბილისის "დინამომ" ტაჯიკეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშე დაიმატა » სპორტის ხაზი

ტრანსფერი | თბილისის "დინამომ" ტაჯიკეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშე დაიმატა

ტრანსფერი | თბილისის "დინამომ" ტაჯიკეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშე დაიმატა
12-02-2024, 02:25
Aa Aa
გაზიარება:

დინამო თბილისს ტაჯიკეთის ეროვნული ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი - ალიშერ შუქუროვი შეუერთდა. დედაქალაქურ კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა. შუქუროვმა სამედიცინო შემოწმება თბილისში გაიარა და დინამოს სიდეში, საწვრთნელი შეკრების მეორე ეტაპზე შეუერთდება.

ალიშერ შუქუროვი ადგილობრივი კუკტოშის აღზრდილია და თბილისურ კლუბში გადმოსვლამდე ამავე კლუბის ღირსებას იცავდა. ახალგაზრდა ფეხბურთელს ნახევარდაცვის ცენტრალურ ზონაში ყველა პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვს.

რაც შეეხება მის სანაკრებო კარიერას, მიმდინარე წელს შუკუროვი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს და მან აზიის თასზე იასპარეზა. კატარში მიმდინარე ტურნირზე, ალიშერმა ნაკრებთან ერთად მეოთხედფინალში ითამაშა. აღსანიშნავია, რომ მან ხუთივე მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო. მერვედფინალურ დაპირისპირებაში კი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, პენალტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა შეასრულა. საერთო ჯამში - ალიშერ შუკუროვს ტაჯიკეთის ეროვნულ ნაკრებში 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ამასთან ერთად, ახალგაზრდა ნახევარმცველს ტაჯიკეთის 23-წლამდე ნაკრებში 3 შეხვედრა აქვს გამართული. (fcdinamo.ge)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი