აქეთ კვარა, იქით ოსიმენი - ვიქტორმა აფრიკის თასის ფინალი დასანანად წააგო » სპორტის ხაზი

აქეთ კვარა, იქით ოსიმენი - ვიქტორმა აფრიკის თასის ფინალი დასანანად წააგო

აქეთ კვარა, იქით ოსიმენი - ვიქტორმა აფრიკის თასის ფინალი დასანანად წააგო
12-02-2024, 02:04
Aa Aa
გაზიარება:

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა აფრიკის თასის ფინალი, რომელშიც კოტ დ'იუვარმა ოსიმენის ნიგერია 2-1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ნიგერიელები შეხვედრას კაპიტნის გოლით იგებდნენ, თუმცა ტურნირის მასპინძლებმა ორი უპასუხო გოლი გაიტანეს და ფინალი დრამატულ ბრძოლაში მოიგეს.

ვიქტორ ოსიმენმა ფინალი შეუცვლელად ითამაშა და Flashscore-სგან 6.1 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნაპოლის ფორვარდმა აფრიკის თასზე ჯამურად 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი