"მას გოლის ეპიზოდამდე კარგი თამაში ჰქონდა" - ლოჩოშვილს იტალიაში ასე აფასებენ » სპორტის ხაზი

"მას გოლის ეპიზოდამდე კარგი თამაში ჰქონდა" - ლოჩოშვილს იტალიაში ასე აფასებენ

"მას გოლის ეპიზოდამდე კარგი თამაში ჰქონდა" - ლოჩოშვილს იტალიაში ასე აფასებენ
11-02-2024, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია B-ში ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზემ რეჯინას უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ქართველმა მცველმა მთელი თამაში შეუცვლელად ითამაშა, თუმცა ერთ-ერთა იტალიურმა გამოცემამ, კერძოდ cuoregrigiorosso-მ მას 5 ქულა დაუწერა:

"ის მთელი თამაშის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდა, თუმცა გოლის ეპიზოდში აშკარად შეცდომა დაუშვა, რაც დასანანია", - წერს ვებგვერდი

ცნობისთვის, ლოჩოშვილის კრემონეზე იტალიის რანგით მეორე დივიზიონის მე-2 ადგილს 45 ქულით იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი