ესპანეთში წერენ, რომ ლევანტე ქოჩორაშვილთან კონტრაქტს აახლებს » სპორტის ხაზი

ესპანეთში წერენ, რომ ლევანტე ქოჩორაშვილთან კონტრაქტს აახლებს

ესპანეთში წერენ, რომ ლევანტე ქოჩორაშვილთან კონტრაქტს აახლებს
11-02-2024, 15:25
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ესპანურ მედიაში წერენ, გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას 2027 წლამდე აპირებს.

ლევანტემ ფეხბურთელის გარემოცვას უკვე აცნობა, რომ მასთან თანამშრომლობა კიდევ 2 წლით სურს, რაც ქოჩორაშვილს ხელშეკრულებაში ფუნქტის სახით ისედაც ჰქონდა.

როგორც იწერება, ლევანტე აპირებს, რომ ისეთი ფეხბურთელები შეინარჩუნოს, რომლებსაც სატრანსფერო ფასის გაზრდის პოტენციალი აქვთ, რათა შემდგომში ეს ყოველივე კლუბმა ფინანსურად გამოიყენოს.

გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც კუნთების ტრავმის შემდეგ აღდგენის ბოლო ფაზაშია, იმედოვნებს, რომ დროულად დაუბრუნდება მოედანს, რათა 21-დან 26 მარტს პლეიოფში საქართველოს ნაკრებში ითამაშოს და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი