საჩემპიონო მატჩი - ჟირონას მადრიდის რეალი დასამარცხებელი ჰყავს! » სპორტის ხაზი

საჩემპიონო მატჩი - ჟირონას მადრიდის რეალი დასამარცხებელი ჰყავს!

საჩემპიონო მატჩი - ჟირონას მადრიდის რეალი დასამარცხებელი ჰყავს!
10-02-2024, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

წესით, რეალისა და ჟირონას მატჩი დიდი აფიშით არ უნდა გამოირჩეოდეს, თუმცა წლევანდელი ლა ლიგა ამის თქმის საშუალებას არ გვაძლევს.

კატალონიური კლუბი ამ მომენტისთვის ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და რეალს სულ რაღაც 2 ქულით ჩამორჩება.

შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში ჟირონა რეალს ტახტიდან ჩამოაგდებს და პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ პირველი წრის დაპირისპირება ამავე კლუბებს შორის კარლო ანჩელოტის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, - 0:3.

დღევანდელი შეხვედრა 21:30-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი