მაკარიძის ახალი კლუბი - ქართველი კარიერას პორტუგალიაში განაგრძობს » სპორტის ხაზი

მაკარიძის ახალი კლუბი - ქართველი კარიერას პორტუგალიაში განაგრძობს

მაკარიძის ახალი კლუბი - ქართველი კარიერას პორტუგალიაში განაგრძობს
9-02-2024, 10:30
Aa Aa
გაზიარება:

პორტუგალიის რანგით მესამე ლიგაში მოასპარეზე "კოვილიამ" ოფიციალურად დაადასტურა 33 წლის ქართველი მეკარის, გიორგი მაკარიძის თავიანთ გუნდში ტრანსფერი.

33 წლის მეკარე, რომელსაც საფრანგეთის ლიგა 1-, პორტუგალიის პრიმეირა ლიგას და ლა ლიგა 2-ში მოასპარეზე გუნდების შემადგენლობაში უთამაშია, ამჯერად, პორტუგალიის რანგით მესამე ლიგის ბინადარ გუნდში გადაბარგდა.

პორტუგალიის რანგით მესამე ლიგა ორ A და B ჯგუფად იყოფა, "კოვილა" მეოთხე პოზიციას იკავებს და მეორე ლიგაში აღზევების ერთ-ერთი კანდიდატია.

ცნობისთვის, გიორგი მაკარიძეს, რომელსაც საქართველოს ეროვნულ გუნდში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული, "დინამო თბილისში", ფრანგულ "ლე მანსში", პორტუგალიურ "ფეირენსეში", "მორეირენსეში", "რიო ავეში", "ვიტორია სეტუბალში", ესპანურ "ალმერიასა" და "პორფერადინაში" და კვიპროსულ "დოქსასში" უთამაშია, 2023 წლის ივლისამდე კი "მარიტიმუში" ირიცხებოდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.