საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში რიგით მე-3 სეზონს ატარებს და ბრწყინვალე დამაჯერებლობით გამოირჩევა.
როგორც ესპანურ მედიაში დაიწერა, ქართველმა ლეგიონერმა ვალენსიას რიგებში შესანიშნავ სტატისტიკურ ნიშნულს მიაღწია.
საქმე ისაა, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ისტორიაში პირველი მეკარე გახდა, რომელმაც ლა ლიგაში ზედიზედ 61 მატჩი ჩაატარა!
აქვე გეტყვით იმასაც, რომ გიორგის ვალენსიადან სეზონის ბოლოს წასვლის შანსები საკმაოდ დიდია, რადგან ქართველზე არაერთი საფეხბურთო გრანდი ნადირობს.