ჟიელინსკი მიდის - დე ლაურენტისი პოლონელსა და მის გარემოცვას აკრიტიკებს » სპორტის ხაზი

ჟიელინსკი მიდის - დე ლაურენტისი პოლონელსა და მის გარემოცვას აკრიტიკებს

ჟიელინსკი მიდის - დე ლაურენტისი პოლონელსა და მის გარემოცვას აკრიტიკებს
8-02-2024, 13:10
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს პიოტრ ჟიელინსკი დატოვებს.

იტალიურ მედიაში დე ლაურენტისის კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცელდება, რომელშიც ის ჟიელინსკისა და მის გარემოცვას აკრიტიკებს:

"მე მათზე გაბრაზებული ვარ. მიუხედავად იმისა, რომ პიოტრის აგენტს ძალიან დიდი ფული შევთავაზე, რის ხარჯზეც ჟიელინსკი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდებოდა, მათ სიხარბის გამო უარი მითხრეს, რადგან კიდევ უფრო მეტი სურდათ."

"საერთოდ, ჟიელინსკიც ბოლო თამაშებს უყურეთ? - თუ თამაშზე და ვარჯიშზე არ იხარჯები, რათა შემდგომში ტრავმა არ მიიღო, რომელი პრეზიდენტი გადაგიხდის იმდენს, რამდენიც თავად გსურს?!"
, - ამბობს ნაპოლის მფლობელი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი