"სეხუდოსთან ფსონს მერაბის მოგებაზე გავაკეთებდი" - შონ ო'მალი » სპორტის ხაზი

"სეხუდოსთან ფსონს მერაბის მოგებაზე გავაკეთებდი" - შონ ო'მალი

"სეხუდოსთან ფსონს მერაბის მოგებაზე გავაკეთებდი" - შონ ო'მალი
7-02-2024, 20:40
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა თავის დივიზიონში დაგეგმილ ბრძოლაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ბრძოლაში უპირატესობას ქართველს ანიჭებს.

"ჩემი აზრით, მათ შორის ძალიან კარგი ჩხუბი უნდა შედგეს. თუ საქმე ასარჩევადაა, მე მაინც მერაბ დვალიშვილს ავირჩევდი და საამისო მიზეზიც მაქვს."

"პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ მერაბი დღისა და ღამის განმავლობაში ამ ბრძოლაზე ფიქრობს, ტვინი ბოლომდე მასზე აქვს მომართული, ჰენრის კი ფული შემოაკლდა და წარმოდგენა არ აქვს თუ რა გზით შეუძლია მისი შოვნა."

"ცხადია, ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური შეხედულებაა, თუმცა მაინც, მე ფავორიტად მერაბ დვალიშვილს მივიჩნევ"
, - ამბობს ო'მალი

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და სეხუდოს ბრძოლა 17 თებერვალს შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი