ფროზინონეს სპორტულმა დირექტორმა, გვიდო ანჯელოციმ კლუბის ქართველი ლეგიონერის, გიორგი კვერნაძის შესახებ ისაუბრა.
ანჯელოციმ მედიას ის გარემოება დაუსახელა, რომლის სისრულეში მოყვანის შემთხვევაშიც იტალიელები კვერნაძეს გამოისყიდიან.
როგორც ის ამბობს, ფროზინონე გიორგი კვერნაძეს სერია A-ში დარჩენის შემთხვევაში სრულფასოვნად გამოისყიდის.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელი ფროზინონეში გასულ ზაფხულს დინამო ბათუმიდან იჯარის წესით გადავიდა. მან ამ დრომდე იტალიელთა მაისურით 5 მატჩი ჩაატარა.