ნიგერიამ და ვიქტორ ოსიმენმა, აფრიკის ერთა თასის მეოთხედფინალში, ანგოლას მინიმალური სხვაობით მოუგეს და ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდებიან. მატჩი 7 თებერვალს უნდა შედგეს. ნიგერიის ნაკრები ორშაბათს უკვე გაფრინდა ბუაკეში და თამაშისთვის ემზადება, თუმცა ვიქტორ ოსიმენმა გუნდთან ერთად არ იმგზავრა და ამ დრომდე აბიჯანში იმყოფება.
ვიქტორს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, როგორც ამბობენ, მუცლის არეში დისკომფორტს გრძნობს.
"გუნდის წევრები აბიჯანიდან ბუაკეში (მატჩის ადგილი) საღამოს 10 საათზე გაემგზავრნენ, თუმცა მუცლის არეში დისკომფორტის გამო, ოსიმენი მათთან ერთად არ იმყოფებოდა. გუნდის მედიკოსები ადასტურებენ, რომ ის მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშაა აბიჯანში მყოფ სამედიცინო ჯგუფის წევრებთან ერთად, თუ მას სამშაბათ დილამდე გაათავისუფლებენ, გუნდს საღამოს 5 საათამდე შეუერთდება." - ნათქვამია ნიგერიელთა განცხადებაში
ოთხშაბათს ნიგერიასა და სამხრეთ აფრიკას შორის გამარჯვებული, ფინალში მასპინძელ კოტ დ'ივუარს ან კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაუპირისპირდება.