"ამ ბრძოლას ჩემი გამოცდილებითა და IQ-ით მოვიგებ" - ვოლკანოვსკი თოფურიასთან საჩემპიონო ბრძოლაზე » სპორტის ხაზი

"ამ ბრძოლას ჩემი გამოცდილებითა და IQ-ით მოვიგებ" - ვოლკანოვსკი თოფურიასთან საჩემპიონო ბრძოლაზე

"ამ ბრძოლას ჩემი გამოცდილებითა და IQ-ით მოვიგებ" - ვოლკანოვსკი თოფურიასთან საჩემპიონო ბრძოლაზე
6-02-2024, 10:00
Aa Aa
გაზიარება:

UFC 298-ზე ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ერთურთს ქართველი ილია თოფურია და ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი შეერკინებიან.

"ილიას საკუთარი ძალები საუკეთესოების წინააღმდეგ არ გამოუცდია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რასაც საკუთარ თავზე ამბობს მართალი არ არის. მისი დარტყმები გამარჯვების კარგი შანსია და სიმართლე გითხრათ, მას მხოლოდ ეს აქვს. ჩემი გამოცდილებისა და IQ-ს წყალობით ამ ბრძოლას მოვიგებ. ის ახალგაზრდა, საშიშია და მის გარშემო დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. რამდენიმე კვირაში ეს ყველაფერი დასრულდება." - ამბობს "ვოლკი" მოახლოებულ ბრძოლაზე.

შეგახსენებთ, რომ იმავე საღამოს მერაბ დვალიშვილიც იბრძოლებს, რომლის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი